ჩვენი სერვისები
საძირკვლის ჰიდროიზოლაცია
ჰიდროიზოლაცია იცავს კონსტრუქციას ფუნდამენტში წყლის შეღწევისგან, რამაც შეიძლება შეუქცევადი ზიანი გამოიწვიოს.
SikaProof A არის წინასწარ მოწყობილი ჰიდროსაიზოლაციო ფენა, რომელიც ბეტონის ჩასხმამდე, არმირების ბადის ქვეშ ეწყობა.
ბეტონთან სრულად შერწყმადი ტექნოლოგია Sika-ს ელასტიკური ჰერმეტიკისა და წებოვანი შენაერთების შემუშავების მრავალწლიან გამოცდილებაზეა დამყარებული.


ბრტყელი გადახურვა
გადახურვა შენობის დაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ულტრაიისფერი სხივები, ჭუჭყიანი წყალი და ძლიერი ქარი სახურავის ნაადრევად გაფუჭებას, ჰიდროსაიზოლაციო თვისებების მოშლას და შესაბამისად, შენობის კონსტრუქციულ რღვევას უწყობს ხელს.
PVC გადახურვის სისტემა, სხვადასხვა კონფიგურაციით, ნებისმიერი აპლიკაციის სპეციფიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად არის შექმნილი, განურჩევლად სახურავის დახრისა, თუ მდებარეობისა.

სამრეწველო იატაკი
სამრეწველო ობიექტებში იატაკის საფარის სისტემებს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვთ.
იატაკის საფარმა უნდა გაუძლოს მექანიკურ ცვეთასა და ქიმიურ ზემოქმედებას.
ეპოქსიდური(EP), პოლიურეთანისა(PU) და პოლიმეთილმეტაკრილის (PMMA) ფუძეზე დამზადებული მასალები საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ სამრეწველო იატაკები სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებს, როგორიცაა: ავტოფარეხები, საწყობები, მეღვინეობები, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები, სასტუმროები, მუზეუმები, სავაჭრო ცენტრები და ასევე, კვების პროდუქტების, ფარმაცევტული, ქიმიური და სხვა საწარმოები.
კონსტრუქციული გაძლიერება
ნახშირბადოვანი ბოჭკოებით არმირებული პოლიმერებით (CFRP) კონსტრუქციის გაძლიერებას, ლითონით ტრადიციულ გაძლიერებასთან შედარებით, აქვს არაერთი უპირატესობა:
ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები არ კოროზირებს
სწრაფად მონტაჟდება
იფარება დეკორატიული მასალებით


რემონტი სპირალური ანკერებით
უჟანგავი ფოლადის სპირალური ანკერებით და სპეციალური ხსნარებით ხდება გაბზარული აგურის წყობის აღდგენითი სარემონტო სამუშაოები.
საფასადე ხარაჩოს გაქირავება
UNISCAFF დაპროექტებულია ევროპული სტანდარტების შესაბამისად, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.
TS EN 12810 -1- 4D - SW06/300 - HI- A/B - LS
TS EN 12810 -1- 4D - SW09/300 - HI- A/B – LS


ანტიკოროზიული სამუშაოები
ლითონის კონსტრუქციების დაცვა უჰაერო გაფრქვევის ტექნოლოგიის გამოყენებით.
მათ შორის ანტიკოროზიული, ცეცხლმედეგი, დეკორატიული საფარების მოწყობა.